Edit Content
Click on the Edit Content button to edit/add the content.

LITEX GROUP

ჩვენ, „ლიტექსი ჯგუფი“ – დღესდღეობით წარმოვადგენთ ჰოლდინგურ კომპანიას, რომელსაც თავისი საქმიანობა მომსახურების რამოდენიმე სეგმენტზე აქვს გაშლილი, სადაც უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოსადმი პროფესიონალური მიდგომა და ხარისხის მუდმივი კონტროლი.

Litex Group

კომპანიის შესახებ

ჩვენი პირველი კომპანიის დაარსების თარიღი, 2006 წლიდან იღებს სათავეს და მისი ძლიერი, ენერგიული, ორგანიზებული, პროფესიონალი, კვალიფიციური და მოტივირებული გუნდი, ყოველთვის იღწვოდა მაღალი მიზნების მისაღწევად, რასაც მოწმობს ჩვენი კონტრაქტორების ჩამონათვალი. ჩვენს დიდ გამოცდილებას წარმატებით ვიყენებთ ჩვენს ყველა დიდ და ქსელურ კონტრაქტორთან ურთიერთობის დროს, ვინაიდან ჩვენს დამკვეთთან საქმიანი ურთიერთობის აწყობა/ჩამოყალიბება ჩვენთვის პირველხარისხოვანი და პრიორიტეტულია.

0 +

კონტრაქტორი

0 +

წლიანი გამოცდილება

0 +

კმაყოფილი მომხმარებელი

Litex Group

18-წლიანი გამოცდილება

კომპანიას გააჩნია პრინციპეპი, რითაც ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ დღესაც – ნებისმიერ ჩვენს კონტრაქტორთან ვაყალიბებთ სრულ საქმიან ურთიერთობას, რომელიც დამყარებულია ჯანსაღ, კეთილგანწყობილ, კეთილსინდისიერ, ურთიერთ-პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე, რაც დიდ ძალისხმევასთან, მონდომებასთან და ჩვენზე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებასთან არის დაკავშირებული. დღესდღეობით „ლიტექსი ჯგუფი“ აერთიანებს 1200-მდე კვალიფიციურ თანამშრომელს, 400-მდე კონტრაქტორს.

„ლიტექსი ჯგუფმა“ – 2021 წელს წარმატებით განახორციელა ,,მზის ელექტრო სადგური“-ს მოწყობის პროექტი და საკუთარი კომერციული კომპლექსი (ოფისები, წარმოება, სასაწყობე მეურნეობა (Warehouse)), აღჭურვა 100 კილოვატიანი სიმძლავრის ელექტრო სადგურით, რომელიც მათ განახლებადი და მწვანე მზის ელექტრო ენერგიით ამარაგებს (წლიური გენერაცია – 145 300 კვტ.სთ).

სერვისები

„ლიტექსი ჯგუფი“-ის დღევანდელი მიმართულებებია:

„ლიტექსი ჯგუფს“ გააჩნია საკუთარი ქაღალდის საწარმო, სადაც ვაწარმოებთ 16 სახეობის პროდუქტს „ეკოპაკი“-ს ბრენდით (იგულისხმება: საპირფარეშოს ქაღალდები, ხელის საწმენდი „ზეტი ZZ“ და „ლაზერი“-ს ქაღალდები, სამედიცინო ზეწრები, სამზარეულოს ხვეულები, მაგიდის სალფეთქები და ა.შ.). „ეკოპაკი“-ს პროდუქციას მოიხმარენ, როგორც ჩვენი კონტრაქტორები საქარველოს მასშტაბით (ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები, რესტორნები და ა.შ.), ასევე პროდუქციის ექსპორტს ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში.

ქლინინგი რესპუბლიკის მასშტაბით

სამშენებლო ნარჩენების გატანა

სამშენებლო ნარჩენების მართვა

ქაღალდის ჰიგიენური საშუალებების წარმოება

„ლიტექსი ჯგუფი“-ის კონტრაქტორები არიან:

გსურთ თანამშრომლობა?

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.